Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრაგუევაცის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


კრაგუევაცის უნივერსიტეტი (University of Kragujevac) (კრაგუევაცი, სერბეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.

კრაგუევაცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების კატალოგი იხილეთ აქ.

სააპლიკაციო საბუთებში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შევსებული და აპლიკანტისა და დეკანის ხელმოწერით დადასტურებული წინასწარი სასწავლო ხელშეკრულება, კრაგუევაცის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსების კატალოგის მიხედვით.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კრაგუევაცის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა 4 თვით.

მიმართულება: ინჟინერია; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ბიოსამედიცინო ინჟინერია; ბიზნესის ადმინისტრირება; აგროკულტურა.


მსგავსი

მოგვწერეთ