Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი (Krakow University of Economics – KUE) (კრაკოვი, პოლონეთი), ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.

კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ფინანსები და საბანკო საქმე.


მსგავსი

მოგვწერეთ