Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ლიხტენშტაინის უნივერსიტეტი (University of Liechtenstein) (ვადუცი, ლიხტენშტაინი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.
ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში.
მიმართულება: ბიზნესადმინისტრირება (ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური); არქიტექტურა (მაგისტრატურის საფეხური).
მსგავსი