Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ლიხტენშტაინის უნივერსიტეტი (University of Liechtenstein) (ვადუცი, ლიხტენშტაინი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში.

მიმართულება: ბიზნესადმინისტრირება (ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური); არქიტექტურა (მაგისტრატურის საფეხური).


მსგავსი

მოგვწერეთ