Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
ლოძის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lodz University of Technology – TUL) (ლოძი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით (მეორედ) აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 ნოემბრამდე.
სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
მიმართულება: ქიმია; ქიმიური ტექნოლოგიები; ფიზიკა; ნანოტექნოლოგიები.
მსგავსი