Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College of Enterprise and Administration in Lublin – WSPA) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 26 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 28 ნოემბრამდე.
ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში 2 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. პროექტის კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია, მობილობის განხორციელება თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში გაზაფხულზე იგეგმება.
აკადემიური მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მენეჯმენტი.
მსგავსი