ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Life Sciences in Lublin – ULSL) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.02.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 5 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 11 თებერვლამდე.
ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის, პრაქტიკული ინფორმაცია, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში. მობილობა უნდა განხორციელდეს 2025 წლის 31 ივლისამდე. პრიორიტეტი მიენიჭება აკადემიურ მობილობას.
სტუ-ს მხრიდან ნომინირებულმა თანამშრომელმა პროექტის კოორდინატორ უნივერსიტეტში დამატებით უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები მობილობამდე და მობილობის შემდეგ, როგორც აკადემიურმა პერსონალმა, ისე ადმინისტრაციულმა.
აკადემიური მიმართულება: ინჟინერია, ბიზნესადმინისტრირება, აგროკულტურა.
მსგავსი