Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
მურსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (Universidad Católica de Murcia – UCAM) (მურსია, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.
დეტალური ინფორმაცია მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, საინფორმაციო ცნობარი, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
მიმართულება: ბიზნესადმინისტრირება, ფსიქოლოგია, ვეტერინარია.
მსგავსი