Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ნოვი-ტარგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ნოვი-ტარგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Applied Sciences in Nowy Targ) (ნოვი-ტარგი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26

დეტალური ინფორმაცია ნოვი-ტარგის გამოყენებით მეცნიერებათა  უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ნოვი-ტარგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

მიმართულება: არქიტექტურა, სამშენებლო, ბიზნესი და ადმინისტრირება.


მსგავსი

მოგვწერეთ