Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II და 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრები (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Ostrava – VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 3 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 5 აპრილამდე.
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 6 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მათ შორის, 3 სტუდენტი – კრედიტების დაგროვებით (2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემსეტრისათვის) და 3 სტუდენტი – ტრეინინგის მიზნით, კრედიტების გარეშე (2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის, აპრილი – ივნისი).
მიმართულებები: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.
მსგავსი