Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)


ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Ostrava – VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მიმართულება: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.


მსგავსი

მოგვწერეთ