Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წელი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მესამედ)


ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Ostrava – VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.11.25.

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 12.11.25.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 14.11.25.

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა ტრეინინგის მიზნით, კრედიტების გარეშე, 1-3 თვის ხანგრძლივობით (2025-26 აკადემიური წელი).

მიმართულება: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.


მსგავსი

მოგვწერეთ