Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)


პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი (Paris-Saclay University) (ჟიფ-სიურ-ივეტი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან.

პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში.

აკადემიური მიმართულება: ფიზიკა; სამედიცინო ფიზიკა.


მსგავსი

მოგვწერეთ