ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ფოჯის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


ფოჯის უნივერსიტეტი (University of Foggia – UNIFG) (ფოჯა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული თანამშრომლისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25

ფოჯის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფოჯის უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება GPSEducation პროექტის განხორციელებას სტუ-ში, რომელიც პროექტის კონსორციუმის წევრია, ხოლო პროექტის კოორდინატორია ფოჯის უნივერსიტეტი.

მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ჩართულია კოორდინატორ უნივერსიტეტთან ერთად GPSEducation პროექტის განხორციელებაში.


მსგავსი

მოგვწერეთ