Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რენის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (ფრანგულ-ქართული კვირეული თანამშრომლებისთვის)


რენის უნივერსიტეტი (University of Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.02.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.02.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.02.26

რენის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა რენის უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 16-20 ოქტომბერს, ფრანგულ-ქართული კონსორციუმის (2025-1-FR01-KA171-HED-0000336849) ქართველ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილ ფრანგულ-ქართული კვირეულის ფარგლებში. კვირეულის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები მოიცავს ინსტიტუციურ შეხვედრებს, ტრეინინგ სესიებს და კულტურულ ღონისძიებებს.

მიზნობრივი ჯგუფი: ადმინისტრაციული თანამშრომელი, რომლის საქმიანობა უკავშირდება ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.


მსგავსი

მოგვწერეთ