Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


რომის საპიენცის უნივერსიტეტი (Sapienza University of Rome) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.09.25.

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 17.09.25.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 19.09.25.

ნომინირებულმა სტუდენტებმა რომის საპიენცის უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ კოორდინატორი უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

რომის საპიენცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები და გზამკვლევი სტუდენტებისთვის იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა რომის საპიენცის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობები.


მსგავსი

მოგვწერეთ