Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


რომის საპიენცის უნივერსიტეტი (Sapienza University of Rome) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24.10.25.

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 28.10.25.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.25.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან, ნომინაციის შემდეგ კი რომის საპიენცის უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ კოორდინატორი უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

რომის საპიენცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან რომის საპიენცის უნივერსიტეტში.

მიმართულება: საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობები.


მსგავსი

მოგვწერეთ