ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სასწავლო კვირეული თანამშრომლებისთვის)
შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University – METU) (ანკარა,თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.11.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 12.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 14.11.25.
შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სასწავლო კვირეულში (METU Teaching Week), რომელიც შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026 წლის 13-16 აპრილს გაიმართება. კვირეულის თემატიკაა ეთიკა, ვალდებულებები და მდგრადობა საინჟინრო განათლებაში.
მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.
მსგავსი