Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology – SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.11.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 12.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 14.11.25.
სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
მიმართულება: საინჟინრო სპეციალობები.
მსგავსი