Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში – 2025-2026 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse – Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.12.25
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის სამ საინჟინრო სკოლაში განახორციელონ Erasmus+ მობილობა: Toulouse INP-ENSEEIHT (ზოგადი მიმართულებები: ენერგეტიკა, გარემოსდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიები); Toulouse INP-ENSIACET (A7) (ზოგადი მიმართულებები: ქიმია, გარემოს დაცვა, მასალათმცოდნეობა, საწარმოო ტექნიკა) და INP-AgroToulouse (ზოგადი მიმართულებები: აგრონომია, სურსათი, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი და ენოლოგია).
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის INP-AgroToulouse საინჟინრო სკოლაში და 1 დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით (2-3 თვე), საინჟინრო სკოლაში Toulouse INP-ENSEEIHT.
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული საინჟინრო პროგრამები იხილეთ აქ.
მსგავსი