Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში – 2025-26 აკადემიური წლის I სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის ცხადდება მეორედ)
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse – Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 30.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 03.10.25.
ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია 2 ადმინისტრაციული და 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შერჩეულმა კანდიდატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ 2025 წლის 13-17 ოქტომბერს დაგეგმილ Erasmus Days ღონისძიებებში.
აკადემიური მიმართულება: ენერგეტიკა, გარემოსდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიები (საინჟინრო სკოლა Toulouse INP-ENSEEIHT ); ქიმია, გარემოს დაცვა, მასალათმცოდნეობა, საწარმოო ტექნიკა (საინჟინრო სკოლა Toulouse INP-ENSIACET (A7)) და აგრონომია, სურსათი, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი და ენოლოგია (საინჟინრო სკოლა INP-AgroToulouse).
კოორდინატორის მითითებით, Erasmus Days ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია მიზნობრივი ჯგუფი: 2 თანამშრომელი, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების მენეჯმენტს.
მსგავსი