Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტვენტეს უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń – NCU) (ტორუნი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.
ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში. მობილობა უნდა განხორციელდეს 2025-2026 აკადემიური წლის მაისის შუა რიცხვებამდე.
მიმართულება: გეოინფორმაციული სისტემები (GIS), დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ნიადაგთმცოდნეობა, ქიმია
მსგავსი