Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)


ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University – VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 01.10.2025 (მათთვის, ვინც არ ფლობს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ შესაბამის სერტიფიკატს – 26.09.2025)

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 30.09.25.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 03.10.25.

დეტალური ინფორმაცია ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, აკადემიური მობილობის ხელშეკრულება, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, პრიორიტეტი მიენიჭება აკადემიურ თანამშრომელს; ადმინისტრაციულმა თანამშრომელმა კი მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის აპრილში დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო დღეების ღონისძიებაში.

აკადემიური მიმართულება: ელექტრონიკა და ავტომატიკა, გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი), გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, მექანიკა, მექატრონიკა, მშენებლობა, არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.


მსგავსი

მოგვწერეთ