Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University – VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.
დეტალები ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მობილობა ე.წ. “ნულოვანი გრანტით” ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში. სტუდენტი თავად ფარავს ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს (არ იხდის სწავლის გადასახადს). ცხოვრების ხარჯები თვეში დაახლოებით 500-700 ევროს ფარგლებშია. უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატს.
მიმართულება: ჰუმანიტარული, სოციალური და საინჟინრო მეცნიერებები.
მსგავსი