Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University – VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.12.2025
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 19.12.25
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.12.25
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში. შერჩეულმა კანდიდატმა შესაბამისად მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის 20-24 აპრილს დაგეგმილ საერთაშორისო სასწავლო და ტრეინინგ კვირეულში თანამშრომლებისთვის – Erasmus+ Staff Week’26.
მიმართულება: საინჟინრო, ჰუმანიტარული და სოციალური. სამეცნიერო მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
მსგავსი