ESN Georgia – საქართველოს ერაზმუსის სტუდენტურ ქსელში მოხალისედ გაწევრიანება


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს (18 წლის ასაკიდან) საშუალება ეძლევათ, გაწევრიანდნენ საქართველოს ერაზმუსის სტუდენტურ ქსელში (Erasmus Student Network – ESN Georgia). მოხალისეების ჩართულობით იგეგმება უცხოელი სტუდენტებისთვის სოციალურ-კულტურული აქტივობები.

პრიორიტეტი მიენიჭებათ უცხოური ენების მცოდნე ახალგაზრდებს.

გაწევრიანება ESN Georgia ორგანიზაციაში შესაძლებელია ონლაინაპლიკაციის საშუალებით, მიმდინარე წლის 19 აგვისტოს ჩათვლით.


მსგავსი

მოგვწერეთ