გაცვლითი პროგრამა ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (University of Hradec Králové – UHK) (ჰრადეც კრალოვე, ჩეხეთის რესპუბლიკა) სტუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს უფასო კურსებზე მობილობას, 2025/2026 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

მობილობა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას, თუმცა სასწავლო პროგრამა უფასოა და კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-სთვის გათვალისწინებულია კვოტა 2 სტუდენტის ოდენობით.

სემესტრი დაიწყება 2025 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში და დასრულდება 2026 წლის იანვრის ბოლოს.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:

• არქეოლოგია

• საარქივო მეცნიერება

• ისტორია

• პოლიტიკური მეცნიერებები

• სოციოლოგია

• სოციალური მუშაობა

სტუდენტს შეუძლია, დაბინავდეს საერთო საცხოვრებელში (დაახლ.160 დოლარი თვეში). ჰრადეც კრალოვეში ყოველთვიური ხარჯი, საცხოვრებლის ჩათვლით, შეადგენს დაახლ. 350-550 დოლარს თვეში.

დამატებითი ინფორმაცია და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ჰრადეც კრალოვის ფილოსოფიის ფაკულტეტზე მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში კონკურსის პირობებით გათვალისწინებული სააპლიკაციო განაცხადები უნდა წარადგინონ შემდეგ ვადებში, ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge:

02.02.2025 – აპლიკანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ტესტირების გავლას უცხოურ ენაში,

05.02.2025 – აპლიკანტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ინგლისური ენის სერტიფიკატი (კონკურსის პირობებით გათვალისწინებული)

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 5 თებერვლამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 11 თებერვლამდე.

საკონტაქტო პირი:

ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)

კოორდინატორი უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისი

ელ.ფოსტა: tomas.hercik@uhk.cz


მსგავსი

მოგვწერეთ