ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი – საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის „იდეების ციფრული კავშირი“.
2026 წლის 20-24 აპრილს ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტში (University of Hradec Králové – UHK) (ჰრადეც კრალოვე, ჩეხეთის რესპუბლიკა) ტარდება საერთაშორისო კვირეული პროფესორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, სახელწოდებით „იდეების ციფრული კავშირი“.
კვირეულის ფარგლებში იგეგმება ინტერაქტიული სემინარები, დისკუსიები, ქსელური სესიები. ღონისძიების მონაწილეებს ექნებათ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობა – ყველაფერი ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ ცვლის დიგიტალიზაცია უმაღლეს განათლებას, ხელს უწყობს ინოვაციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას ციფრულ ეპოქაში.
პროფესიული პროგრამის გარდა, იგეგმება სოციალური და კულტურული აქტივობები, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, გაეცნონ ჰრადეც კრალოვეს ისტორიულ ნაწილს და დაუკავშირდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ კოლეგებს.
კვირეულში მონაწილეობის საფასური 100 ევროა.
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველები 2026 წლის 31 იანვრამდე უნდა დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის ფორმის საშუალებით.
დამატებითი დეტალები, მათ შორის, ღონისძიების წინასწარი პროგრამა, იხილეთ აქ.
მსგავსი