I კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის Erasmus+ ჯგუფი, გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს განაახლებს. 2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრში საკონსულტაციო შეხვედრები თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის 20 იანვრიდან დაიწყება.
პირველი კონსულტაცია თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 20 იანვარს, 11:00 საათზე, ხოლო კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება 14:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას გაცვლითი პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.
მსგავსი