IV საზაფხულო სკოლა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში


კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems – IMC Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობის მიღებას ციფრული ბიზნესის IV საზაფხულო სკოლაში, რომელიც 2026 წლის 26 ივლისიდან 7 აგვისტომდე კრემსსა და ვენაში გაიმართება.

ორი კვირის განმავლობაში ამ ინტენსიურ მოკლე პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 25-მდე პროფესიონალი და/ან  ბაკალავრიატის საფეხურის საერთაშორისო სტუდენტი.

კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის მონაწილეობის საფასურია 1.199 ევრო.

საკონტაქტო საათების რაოდენობა: 150 საათი. პროგრამა მოიცავს მრავალ სოციალურ და კულტურულ აქტივობას კრემსში, ვახაუს ველსა და ვენაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ 6 კრედიტს (ECTS).

სააპლიკაციო განაცხადის წარდგენისა და ონლაინრეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 იანვარი.

საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.


მსგავსი

მოგვწერეთ