კონსტანცის საზღვაო უნივერსიტეტი – საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო ვორქშოპი


კონსტანცის საზღვაო უნივერსიტეტი (Constanta Maritime University) (კონსტანცა, რუმინეთი) 2024 წლის 24-26 მაისს ატარებს საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო ვორქშოპს.

ვორქშოპის ძირითადი მიმართულებებია:

1. ნავიგაცია, საზღვაო და მდინარის ტრასნპორტი;

2. ეკონომიკა და ტრანსპორტის სამართლებრივი ასპექტები;

3. მანქანათმშენებლობა;

4. ინჟინერია და გარემოს დაცვა მრეწველობაში;

5. ფუნდამენტური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;

6. მომავლის ტექნოლოგიები და ავტონომიური გემები;

7. ელექტროინჟინერია;

8. ტექნოლოგიები და სატელეკომუნიკაციო სისტემები;

9. კიბერუსაფრთხოება;

10. ენერგეტიკა და მწვანე ენერგეტიკა.

ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადა 2024 წლის 17 მაისი.

ონლაინრეგისტრაციის დროს უნდა აიტვირთოს WORD, PDF ან PPT ფორმატში შესრულებული მოხსენება, ინგლისურ ენაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.

კონტაქტისთვის:

ასოც. პროფ. ნიკოლეტა აკომი (Nicoleta Acomi), ნავიგაციისა და საზღვაო ტრანსპორტის ფაკულტეტის ვიცე დეკანი

ელ.ფოსტა: nicoleta.acomi@cmu-edu.eu

ლექტორი მიჰაელა ბარჰალესკუ (Mihaela Barhalescu), საზღვაო ინჟინერიის ფაკულტეტის ვიცე დეკანი

ელ.ფოსტა: mihaela.barhalescu@cmu-edu.eu

მარია პავალაჩე (Maria Pavalache), მარკეტინგის დეპარტამენტი

ტელ.: +40 754065174


მსგავსი

მოგვწერეთ