MCI ინსბრუკი და IMC კრემსი – ტურიზმის კვლევის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია


2026 წლის 11-12 მაისს, ქართველ სტუდენტებსა და მკვლევრებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ტურიზმის კვლევის XIII საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში (ISCONTOUR), რომელიც გაიმართება MCI ინსბრუკში (ინსბრუკის მენეჯმენტის ცენტრი – MCI Management Center Innsbruck) (ინსბრუკი, ავსტრია). ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორ კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (IMC Krems University of Applied Sciences) (კრემსი, ავსტრია) ერთად.

ISCONTOUR-ის მიზანია უზრუნველყოს პლატფორმა, სადაც საერთაშორისო სტუდენტებს, ასევე, ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მქონე ახალგაზრდებს შეეძლებათ, წარმოადგინონ ტურიზმთან დაკავშირებული კვლევითი ნაშრომები, რომლებიც დაფუძნებულია დამტკიცებულ სემინარულ ნაშრომებსა თუ თეზისებზე.

ყოველწლიური კონფერენცია წარმოადგენს ცოდნის გადაცემისა და ქსელური მუშაობის შესანიშნავ პლატფორმას სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, პროფესორებისთვის, მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისთვის. ISCONTOUR ყოველწლიურად იზიდავს დაახლოებით 100 მონაწილეს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ISCONTOUR არის არაკომერციული კონფერენცია, რომელსაც მხარს უჭერს სხვადასხვა სპონსორი.

ნაშრომები უნდა შედგებოდეს 12 გვერდისგან. ავტორები მიიღებენ უკუკავშირს რეცენზენტებისგან, თუ როგორ გააუმჯობესონ თავიანთი სტატია. ნაშრომები, რომლებიც გაივლის განხილვის პროცესს, მიიღება კონფერენციაზე წარსადგენად და შეტანილი იქნება კონფერენციის დაბეჭდილ მასალებში. სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან.

კვლევითი ნაშრომების ავტორებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციის, ნაშრომების წარდგენის პროცესისა და წინა კონფერენციებიდან მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კონფერენციის ვებგვერდზე და Facebook-გვერდზე.

ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 8 იანვარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროფ. კრისტიან მაურერი (Christian Maurer), კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მარკეტინგისა და ღვინის ბიზნესის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

ელ.ფოსტა: christian.maurer@imc.ac.at


მსგავსი

მოგვწერეთ