MULgrains სტიპენდიების პროგრამა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ლეობენის ტექნიკური უნივერსიტეტი (Montanuniversität Leoben) (ლეობენი, ავსტრია) აცხადებს კონკურსს MULgrains სტიპენდიების პროგრამაზე, 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 19.11.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.11.25.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 10 სტუდენტის მობილობა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 5-5 თვით.
პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას 2479 ევროს ოდენობით, საცხოვრებელ ხარჯებს, კვებას – ყოველთვიური ვაუჩერი 60 ევროს ოდენობით.
სტუდენტი ვალდებულია წარმატრებით გაიაროს შესაბამისი აკადემიური პროგრამა. რომელიც მოიცავს მინიმუმ 20 ECTS კრედიტის შესრულებას.
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.
მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.
კონტაქტისთვის:
პროფ. გიორგი ხეცურიანი,
ელ.ფოსტა: g.khetsuriani.gtu@gmail.com
მსგავსი