პროექტი TRUSTFOOD – სამეცნიერო კურსი “სურსათის მიწოდების ჯაჭვის მთლიანობის გაძლიერება – ბლოკჩეინის როლი მიკვლევადობაში”
2025 წლის 4-5 ნოემბერს ვაგენინგენში (ნიდერლანდები), TRUSTFOOD პროექტის ფარგლებში, იგეგმება სამეცნიერო კურსი “სურსათის მიწოდების ჯაჭვის მთლიანობის გაძლიერება – ბლოკჩეინის როლი მიკვლევადობაში”.
ინტერაქტიული კურსი განკუთვნილია დოქტორანტებისთვის. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ბლოკჩეინის შესაძლებლობების შესახებ აგროსასურსათო ჯაჭვში, გაეცნობიან სურსათის მიწოდების ჯაჭვის მთლიანობას, მათ შორის, მიკვლევადობის სისტემების ფუნდამენტურ პრინციპებს და მათ განხორციელებას სურსათის მიწოდების ჯაჭვებში. დაეუფლებიან ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ძირითად მოქმედ პრინციპებს და მის პოტენციალს მიკვლევადობის მექანიზმების გასაუმჯობესებლად. სურსათის სექტორიდან პრაქტიკული მაგალითებისა და დავალებების მეშვეობით, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ბლოკჩეინზე დაფუძნებული მიკვლევადობის სისტემების დიზაინის, განვითარებისა და გამოყენების შესახებ, რაც მათ ცოდნას მისცემს ამ ტექნოლოგიის რეალურ სცენარებში ეფექტურად ინტეგრირებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
მსგავსი