რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი – საერთაშორისო საზაფხულო სკოლა


რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი INSA Rennes (რენი, საფრანგეთი) აცხადებს მიღებას საერთაშორისო საზაფხულო სკოლაშიღონისძიება გაიმართება 2026 წლის 1-დან 26 ივნისამდე INSA Rennes-ის კამპუსში.

პროგრამა შექმნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ ფრანგული ენისა და კულტურის გაღრმავება. ის მოიცავს ინტენსიური ფრანგულის, როგორც უცხოური ენის, კურსებს, კულტურულ პროგრამას, მათ შორის, გიდის თანხლებით ვიზიტს მონ-სენ-მიშელის ყურეში, ექსკურსიას სენ-მალოში და მრავალ სხვა საინტერესო აქტივობას.

სტუდენტები განთავსდებიან INSA-ს კამპუსში.

პროგრამის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ფრანგული ენის დამწყები ან საშუალო დონე (A1-დან B1-მდე). პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები სწავლის საფასურს არ გადაიხდიან, თუმცა ადმინისტრაციული საჭიროების დასაფარად, უნდა გადაიხადონ 300 ევრო, ასევე, თავად უნდა დაფარონ მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯები.

დამატებითი ინფრომაცია იხილეთ აქ.

კანდიდატებს მოეთხოვებათ განაცხადის წარდგენა 2026 წლის 27 თებერვლამდე. სარეგისტრაციო ლინკი იხილეთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია: summer.school@insa-rennes.fr


მსგავსი

მოგვწერეთ