რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი – საზაფხულო სკოლა


2025 წლის 2 ივნისიდან 27 ივნისამდე რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (INSA Rennes – National Institute of Applied Sciences of Rennes) და სტატისტიკისა და ინფორმაციის ანალიზის ეროვნული სკოლა (ENSAI – National School for Statistics and Information Analysis) საერთაშორისო სტუდენტებისთვის აწყობენ საზაფხულო სკოლას.

მსმენელებს ჩაუტარდებათ ფრანგული ენის ინტენსიური კურსები, ასევე, სრული კულტურული პროგრამა. ფრანგული ენის გაკვეთილებს ჩაატარებენ პროფესიონალურად მომზადებული და სერტიფიცირებული მასწავლებლები. მეცადინეობები განკუთვნილია დამწყები ან საშუალო დონის მქონე სტუდენტებისთვის (A1-დან B1-მდე). მონაწილეები მიიღებენ 6 კრედიტს (ECTS).

პროგრამაში მონაწილეობის ადმინისტრაციული ხარჯი შეადგენს 300 ევროს. სწავლის საფასური 1000 ევროა, თუმცა სწავლის გადასახადისგან თავისუფლდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და INSA-ს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.


მსგავსი

მოგვწერეთ