სამაგისტრო სტიპენდიები ჩეხეთში – 2026/27 აკადემიური წელი


ჩარლზის უნივერსიტეტი (პრაღა, ჩეხეთი) ქართველ ახალგაზრდებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამებს 2026/27 აკადემიური წლისათვის. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ჩეხეთის მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდიის გამოყენება მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად (ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებთ).

სტიპენდიები სრულად ფარავს სწავლის საფასურსა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე, ითვალისწინებს ყოველთვიურ საარსებო შემწეობას.

სააპლიკაციო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის სექტემბერში.

დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ბროშურა და კოდი იხილეთ აქ.

დაინტერესებული პირები, რომლებიც აპირებენ განაცხადის შეტანას, ჩეხურ მხარეს უნდა დაუკავშირდნენ ელექტრონულ ფოსტაზე: mef.ies@fsv.cuni.cz (სტიპენდიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისთანავე, ბმული გაეგზავნება ყველას, ვინც მათ წინასწარ დაუკავშირდება).


მსგავსი

მოგვწერეთ