ტუშის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამები – 2024/25 აკადემიური წელი


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ტუშის უნივერსიტეტი (University of Tuscia) (ვიტერბო, იტალია) აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე 2024/25 აკადემიური წლისათვის.

გამოყოფილია 11 ადგილი შემდეგ მიმართულებებზე:

• ევროპული და გლობალური საბაზრო სამართალი. კრიზისი, უფლებები, რეგულაცია;

• ეკოლოგია და გარემოსდაცვითი რესურსების მდგრადი მართვა;

• ენერგეტიკა და გარემოს ინჟინერია. სასწავლო გეგმა – ენერგეტიკა და საინჟინრო სისტემები;

• ენერგეტიკა და გარემოს ინჟინერია. სასწავლო გეგმა – ბიოსისტემები და გარემო;

• მემცენარეობა-მეცხოველეობა;

• ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. სასწავლო გეგმა „ისტორიული კვლევები“;

• ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. სასწავლო გეგმა „კვლევები კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, კონსერვაციისა და გადმოცემის შესახებ“;

• მეცნიერება, ტექნოლოგია და ბიოტექნოლოგია მდგრადობისთვის;

• ცვალებადი საზოგადოება: პოლიტიკა, უფლებები და უსაფრთხოება.

შესაძლებელია სტიპენდიის მოპოვება.

სააპლიკაციო განაცხადის შეტანა შესაძლებელია 2024 წლის 19 აგვისტომდე (იტალიის დროით, 14:00 საათამდე).

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, ონლაინპორტალი სააპლიკაციო განაცხადების წარსადგენად, იხილეთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: dottorati@unitus.it


მსგავსი

მოგვწერეთ