VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “უსაფრთხო და საიმედო საზოგადოება 2024”
ევროპისა და ქვეყანათმცოდნეობის კოლეჯისა (College of European and Regional Studies) და სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის (University of South Bohemia) (ჩესკე-ბუდეიოვიცე, ჩეხეთის რესპუბლიკა) ორგანიზებით, 2024 წლის 9-10 ოქტომბერს ჩატარდება VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “უსაფრთხო და საიმედო საზოგადოება 2024”.
კონფერენციის მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს დარგის ექსპერტები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ზოგადად უსაფრთხოების საკითხებს რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე და რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებასა და თანამედროვე მიღწევებს.
სტუ-ს პარტნიორი ევროპისა და ქვეყანათმცოდნეობის კოლეჯი ქართველ კოლეგებს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სთავაზობს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას და უფასოდ თეზისების გამოქვეყნებას საერთაშორისო კონფერენციის შრომებში.
მსგავსი