ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტი – საზაფხულო სკოლა დოქტორანტებისთვის 2024
2024 წლის 8-12 ივლისს ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Vilnius Gediminas Technical University – VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ტარდება საზაფხულო სკოლა დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2024.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონაწილეობა შეუძლია 2 სტუდენტს. პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ 6-6 კრედიტი.
სააპლიკაციო განაცხადის შეტანის დედლაინია 24 ივნისი.
სარეგისტრაციო თანხა 400 ევრო.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სკირმანტე მოზურიუნაიტე (Skirmantė Mozūriūnaitė), სადოქტორო სკოლის უფროსი
ელ.ფოსტა: skirmante.mozuriunaite@vilniustech.lt
მსგავსი