XV კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის


2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთხუთმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 8 დეკემბერს, 11:00 საათზე, ხოლო კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება 14:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.


მსგავსი

მოგვწერეთ