ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – საერთაშორისო კონფერენცია “პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება ტექნიკისა და საზომი მოწყობილობებისთვის და მართვის სისტემები 2025 – POUS 2025”


ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszow University of Technology – RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის 60 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, 2025 წლის 19 ნოემბერს ფაკულტეტი ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით “პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება ტექნიკისა და საზომი მოწყობილობებისთვის და მართვის სისტემები 2025 – POUS 2025” (Design of Software for Devices and Measurement & Control Systems 2025 – POUS 2025).

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:

  • პროგრამული უზრუნველყოფა
  • უნივერსიტეტი-საწარმოს თანამშრომლობა
  • კომპიუტერული მეცნიერებების, ავტომატიკისა და მართვის სწავლება
  • ხელოვნური ინტელექტი სწავლებაში – გამოწვევები და პერსპექტივები
  • CPDev მიმდინარე აპლიკაციების გამოყენება და მათი მომავალი

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ონლაინრეჟიმში.

აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 სექტემბერი.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სტატიის გაფორმების ნიმუში, იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი:

პროფ.იან სადოლევსკი (Jan Sadolewski)

ელ.ფოსტა: jsad@prz.edu.pl


მსგავსი

მოგვწერეთ