საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს წარმომადგენელთა ადმინისტრაციული მობილობა კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში
2023 წლის 10-14 ივლისს, სტუ-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნონა გოგსაძე; სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფ. გინა გურეშიძე; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფ. თამარ ხოხობაშვილი და ასისტ. პროფ. დარეჯან ცუცქირიძე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technical University of Cluj-Napoca) (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი). იხილეთ ნონა გოგსაძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორების აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობა პალერმოს უნივერსიტეტში
2023 წლის 4-8 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინრინგის ფაკულტეტის პროფესორები დავით მაღრაძე, ნინო ლომიძე და გიორგი ქვარცხავა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ პალერმოს უნივერსიტეტში (Universita' degli Studi di Palermo – UniPa) (პალერმო, იტალია). იხილეთ აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინრინგის ფაკულტეტის პროფესორების მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში.
Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის – II საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეორე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 5 თებერვალს, 11:00 საათზე - სტუდენტებისთვის და 16:00 საათზე - თანამშრომლებისთვის.
რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი – საზაფხულო სკოლები ლატვიაში 2024
რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი (Riga Technical University) (რიგა, ლატვია) ქართველ სტუდეტებს სთავაზობს საზაფხულო სკოლებში მონაწილეობას.
გაცვლითი პროგრამა ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი
ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Ulm University of Applied Sciences - Hochschule Ulm) (ულმი, გერმანია) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (სექტემბერი/ოქტომბერი - დეკემბერი/თებერვალი).
აბდულა გიულის უნივერსიტეტი – თანამშრომელთა ტრეინინგის I საერთაშორისო კვირეული
აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University - AGU) (კაისერი, თურქეთი) 2024 წლის 20-24 მაისს ატარებს თანამშრომელთა ტრეინინგის I საერთაშორისო კვირეულს ERASMUSTERN პროექტის ფარგლებში.