საერთაშორისო სიახლეები
სასტიპენდიო პროგრამა მეცნიერი ქალებისთვის
საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოს მოქალაქე მეცნიერ ქალებს სთავაზობენ მონაწილეობას კვლევით სასტიპენდიო პროგრამაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
კოიმბრას ჯგუფი – სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის 2024/25 სასწავლო წელი
კოიმბრას ჯგუფი (Coimbra Group) აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება მისცეს, 1-3 თვის განმავლობაში ჩაატარონ კვლევა იმ თემებზე, რომლებზედაც ისინი მუშაობენ თავიანთ ქვეყნებში და დაეხმარონ მათ ევროპაში აკადემიური კონტაქტების დამყარებაში.
სტუდენტთა საერთაშორისო კვირეული ბელგრადში 2024
2024 წლის 2-10 აგვისტოს სერბეთში იგეგმება სტუდენტური ღონისძიება - „სტუდენტთა საერთაშორისო კვირეული ბელგრადში 2024“ (International Student Week in Belgrade - ISWiB 2024). რიგით მეჩვიდმეტე საერთაშორისო კვირეულის თემაა ინიციატივა და კრეატიულობა, სლოგანით „იპოვე ნაპერწკალი, დატოვე შენი კვალი“. სსმ პირებისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Gheorghe Asachi Technical University of Iaşi - TUIASI) (იასი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით, მესამედ აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში – DARMASISWA სასტიპენდიო პროგრამა 2024/25 აკადემიური წლისათვის
ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს DARMASISWA სასტიპენდიო პროგრამაზე ინდონეზიის უნივერსიტეტებში, 2024-2025 აკადემიური წლისათვის.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica - UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.