საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II და 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრები (თანამშრომლებისთვის)
რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (Romanian-American University - RAU) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń - NCU) (ტორუნი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
IV კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 17 თებერვალს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ხოლო კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 18 თებერვალს, 11:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წელი (სტუდენტებისთვის)
გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი (Geisenheim University) (გაიზენჰაიმი, გერმანია), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის.
აბდულა გიულის უნივერსიტეტი – თანამშრომელთა ტრეინინგის საერთაშორისო კვირეული “ინტერნაციონალიზაცია სამ განზომილებაში: განათლება, კვლევა და საზოგადოებრივი ზეგავლენა”
აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University - AGU) (კაისერი, თურქეთი) 2025 წლის 12-16 მაისს ორგანიზებას უკეთებს თანამშრომელთა ტრეინინგს საერთაშორისო კვირეულს "ინტერნაციონალიზაცია სამ განზომილებაში: განათლება, კვლევა და საზოგადოებრივი ზეგავლენა".
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით (მეორედ) აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.