საერთაშორისო სიახლეები
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა – გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 6 დეკემბერი და 11 დეკემბერია, აპლიკანტების გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 12 დეკემბერს, 15:00 სთ.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფ. ნინო ჩხარტიშვილის აკადემიური მობილობა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში
2024 წლის 21-25 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფ. ნინო ჩხარტიშვილი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (Instituto Politécnico de Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სპეციალისტის თამარი ბერიძის ადმინისტრაციული მობილობა ოლშტინის ვარმია-მაზურის უნივერსიტეტში
2024 წლის 18-22 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თამარი ბერიძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ოლშტინის ვარმია-მაზურის უნივერსიტეტში (University of Warmia and Mazury in Olsztyn - UWM) (ოლშტინი, პოლონეთი). იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოც.პროფ. ნინო თოფურიას აკადემიური მობილობა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში
2024 წლის 18-22 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოც. პროფ. ნინო თოფურია Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში (University of West Attica) (ათენი, საბერძნეთი), სადაც მონაწილეობა მიიღო პერსონალის საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასისტ. ალექსანდრე ლაბაძის აკადემიური მობილობა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში
2024 წლის 18-22 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასისტენტი ალექსანდრე ლაბაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში (University of West Attica) (ათენი, საბერძნეთი), სადაც მონაწილეობა მიიღო პერსონალის საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
XII კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთორმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 9 დეკემბერს, 15:00 საათზე.