სწავლის პარალელურად, სტუ-ის სტუდენტები ჩართულები არიან მრავალ სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებაში.უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს რაგბის, ფეხბურთის, ძიუდოს, ქართული ჭიდაობის, ბილიარდის, ჭადრაკის, შაშის, სამბოს, ბოულინგის, ფრენბურთის, თოვლისა და ქვიშის ფრენბურთის სპორტული გუნდები და კალათბურთის ნაკრები. სტუ-ის სპორტის ამ სახეობებში, არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მოპოვებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.სახელგანთქმულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრი „მოდინახე“, ვაჟთა კაპელა, „გეპეის ჯაზ ორკესტრი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სტუდენტ გოგონათა ანსამბლი „ქალდეა“ და სხვა მუსიკალური ჯგუფები.