ყოველწლიურად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების რიცხვი  მკვეთრად იზრდება. რამდენიმე ათეული წელია  საქართველო, უცხოელებისთვის  სასწავლებლად მიმზიდველი ქვეყანაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და  გადამწყვეტი ფაქტი, თუ რატომ ირჩევენ უცხოელები  სასწავლებლად საქართველოს, უსაფრთხო და სტაბილური ქვეყნის სტატუსია.

მათ სტუ-ის ადმინისტრაცია ინგლისურ და რუსულენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტში უცხოელებისთვის მოქმედებს ქართული ენის შემსწავლელი  სპეციალური პროგრამა, რასაც სტუდეტები წარმატებით ეუფლებიან.

უცხოელებისთვის  საქართველოში პროფესიის დაუფლების  სურვილის  ერთ-ერთი  გადამწყვეტი  როლი,  სწავლის დაბალ  საფასურს ენიჭება.  გარდა ამისა,  საერთაშორისო სტუდენტებისთვის  დიდი მნიშვნელობა აქვს სტუ-ის მაღალკვალიფიციურ აკადემიური პერსონალს,  თანამედროვე  ლაბორატორიებს და  სწავლაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს.

სწავლის პარალელურად, უცხოელი სტუდეტებისთვის საქართველო, გეოგრაფიული მდებარეობით მოგზაურობისთვის საუცხოო და განსაკუთრებულია. უცხოელებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს  ზომიერი კლიმატი. ზამთრის სეზონზე  სათხილამურო კურორტების მრავლფეროვნება, ზაფხულში  კი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი და იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობითი  ძეგლები,  უძველესი მღვიმეები, მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები,  ქართული ტრადიციული სამზარეულო და  განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა.

ჩვენი ქვეყანა, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი, ცოცხალი  ცივილიზაციაა:

საქართველო პირველი ევროპელების სამშობლოა – ამ ტერიტორიაზე 1.8 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდნენ ადამიანები;  საქართველო ის ქვეყანაა, სადაც პირველად დაიწურა ღვინო 8000 წლის წინათ; მსოფლიოს დამწერლობებს შორის ქართული ერთ-ერთი ყველაზე ძველია;

ქვეყნის უძველესი კულტურისა მოწმე მდიდარი არტეფაქტები საქართველოს მუზეუმებში ინახება.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?