გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურება
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურებაში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 60 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 45 კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 90 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 67 კვირა
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მექანიკოსი მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურე პირის სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების შემდეგ შეიძლება დასაქმდეს: როგორც სამაცივრო, ჰაერის კონდიციონერების და თბური ტუმბოების მოწყობილობების ზედამხედველი: ა) მრავალპროფილიან საწარმოში; ბ) მონოპროფილიან საწარმოში; გ) როგორც თვითდასაქმებული სამოქალაქო სფეროში; დ) შესაბამისი მოწყობილობების სარეალიზაციო ობიექტებში. ე) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
- ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 43.22.00 წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერისკონდიცირების სისტემების მონტაჟი. 35.30.0 ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება
- ISCO კოდი: 7127 ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მექანიკოსი
პროგრამის ხელმძღვანელი: სულხან სულაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №68
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
მიღება
კონტაქტი