ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში.
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 55 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 43 კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 70 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 54 კვირა
დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი პროფილის და ზომის ორგანიზაციაში.
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 62.09.0 საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები.
- (ISCO) კოდი: 3512 ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მომხმარებლის დახმარების ტექნიკოსები.
პროგრამის ხელმძღვანელი: ლევან ბრეგაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ტყიბული, კ.ლომაძის მოედანი N4
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა.
მიღება
კონტაქტი